Saturday, June 25, 2016

პროექტებით სწავლების ტრენინგის რეფლექსია

   ტრენინგის პირველ დღეს ტრენერმა გაგვაცნო პროექტებით სწავლების მოდულები, თუ როგორ დაეხმარება პროექტები ჩვენს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, როოგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლებისა და შეფასებისათვის.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, კომპონენტებს, როგორ უნდა დაიგეგმოს სასწავლო ღონისძიებები, ვისაუბრეთ შეფასებებზე .                            
 ტრენინგის მეორე დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ საპროექტო იდეები, ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია, ბუკლეტი, გაზეთი, როგორ დაიგეგმოს სტატია, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის ჩვენ მიერ კლასში პროექტების განხორციელების მიზანს.
მაილის საშუალებით გადავედით ბლოგზე და გავუგზავნეთ ტრენერს ორივე დღის რეფლექსია.
მადლობა ტრენერს საინტერესო და საქმიანი საათებისათვის. 

No comments:

Post a Comment