Wednesday, June 29, 2016


ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მეთოდები. წავიკითხეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას. ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ. განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს  პროექტს. გავეცანით  რესურსებში არსებულ პრეზენტაციების ნიმუშებს. ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდის  ფორმის შექმნაზე. 

Sunday, June 26, 2016

ტრენინგის მესამე დღეს ვისაუბრეთ ჩვენს იდეებზე, მოვარგეთ მათ ესგ-ს სტანდარტი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ჩამოვაყალიბეთ ჩვენი საპროექტო მიზნები. გავეცანით პრეზენტაციას. შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვების მაგალითები.

დიდი მადლობა ტრენერს საინტერესო და საქმიანი შეხვედრისთვის. 

Saturday, June 25, 2016

პროექტებით სწავლების ტრენინგის რეფლექსია

   ტრენინგის პირველ დღეს ტრენერმა გაგვაცნო პროექტებით სწავლების მოდულები, თუ როგორ დაეხმარება პროექტები ჩვენს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, როოგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლებისა და შეფასებისათვის.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, კომპონენტებს, როგორ უნდა დაიგეგმოს სასწავლო ღონისძიებები, ვისაუბრეთ შეფასებებზე .                            
 ტრენინგის მეორე დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ საპროექტო იდეები, ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია, ბუკლეტი, გაზეთი, როგორ დაიგეგმოს სტატია, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის ჩვენ მიერ კლასში პროექტების განხორციელების მიზანს.
მაილის საშუალებით გადავედით ბლოგზე და გავუგზავნეთ ტრენერს ორივე დღის რეფლექსია.
მადლობა ტრენერს საინტერესო და საქმიანი საათებისათვის.