Monday, July 11, 2016

ინტელის პროექტი

მძაფრი ქარტეხილი და სამი არჩევანი


                კურსის რეფლექსია
   
ინტელის ტრენინგით ვისწავლეთ,  თუ   როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები  ეფექტურად სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით და სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.  სასწავლო პროექტებზე მუშაობით   მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, შეეძლებათ ახალ საუკუნეში იმუშაონ  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით.

     დიდი მადლობა ტრენერს, ავთანდილ ცნობილაძეს, ტრენინგის მანძილზე მიღებული ცოდნისათვის.
მოსწავლის პრეზენტაცია

Wednesday, July 6, 2016

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალება --პროექტის ფარგლებში მოსწავლის  პრეზენტაცია.შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები,
   სასწავლო მასალაში წავიკითხეთ მეხუთე მოდული.ვისაუბრეთ შეფასების  სხვადასხვა მეთოდზე, რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები..შევქმენი ჩემს პროექტში გამოსაყენებელი მეთოდის "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" რუბრიკა. 

Monday, July 4, 2016

ტრენინგის მეექვსე დღეს  ვიმუშავეთ  ბლოგზე პრეზენტაციებისა და ვიდეოების  ჩაშენების ხერხებზე.იუთუბიდან  ვიდეოს ბლოგზე შემოტანაზე, ბლოგზე ჩანართების ჩასმაზე, დიზაინის ცვლილებებზე, გავეცანით ბლოგის სტრუქრურას მთლიანობაში.           გავეცანით სასწავლო მასალის მეოთხე მოდულს:მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს, ვიმსჯელეთ მოსწავლეთა პერსპექტივიდან დანახულ  სასწავლო პროექტებზე.       ამ დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

გაკვეთილის გეგმები


ელექტრონული რესურსები


გაკვეთილის გეგმები


მძაფრი ქარტეხილი და სამი არჩევანი

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია: ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე, ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის აქტიურობასა და მიზნობრიობისთვის.გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს,ვისწავლეთ გუგლში გვერდის ჩანიშვნა,"დავამყარეთ" ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან,ვისწავლეთ ელ-ფოსტაზე დაარქივებული მასალის მიბმა- გადაგზავნა,. .ვიმუშავეთ Web.2.0 Tools კვლევითი ფორმების შედგენაზე.გავეცანით კოლაბორაციულ თანამშრომლობას.მივიღეთ ახალი დავალებები.