პროექტის სახელწოდება: ლიტერატურული პორტრეტი ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში
პროექტის თემა: რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს პორტრეტს ნაწარმოების იდეის გასაგებად?
პროექტის აქტუალობა: ძიებისა და კვლევის უნარის განვითარება, ისტორიული და ლიტერატურული მასალის დაკავშირება, წერის კულტურის განვითარება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ და იკვლევენ ჰაგიოგრაფიულ ნაწარ მოებებში, როგორაა დახატული პერსონაჟების პორტრეტები. გაეცნობიან შესაბამის ეპოქას, შეაგროვებული მასალების მიხედვით დაიწერება ესეები, საკონფერენციო თემები, ბლოგები.
მონაწილეთა ასაკი: X-XI კლასელები
ვადები: 3 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, განუვითარდებათ კომუნიკაციის უნარი, შექმნიან ესეებს.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ჰაგიოგრაფიული და სამეცნიერო ლიტერატურა კალმები, მარკერები, ფურცლები, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა: ჰაგიოგრაფიული მასალის კვლევა მასალების მოძიების მიზნით, დისკუსიების გამართვა, თემებისა და ესეების შექმნა.
საგნებთან კავშირი: ისტორია, ხელოვნება. უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ იმ ეპოქის ისტორიასა და ხელოვნებაზე, როცა იქმნებოდა ნაწარმოები
პროექტის ხელმძღვანელი: მ. ჩხიკვაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: chxikvadze.madona@gmail.com